საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა ქუთაისის ინცინდენტის ინიციატორთა დასჯის მომხრეა.
კითხვაზე - „უნდა დაისაჯონ თუ არა ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის მომწყობები“, გამოკითხვაში მონაწილეთა 59,1 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 31,8 პროცენტი კი, ინცინდენტის ინიციატორების დასჯის წინააღმდეგია.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვის მონაწილეთა 9,1 პროცენტს გაუჭირდა.