logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სერჟანტთა მომზადების სკოლაში საკარიერო კურსები დასრულდა
სერჟანტთა მომზადების სკოლაში საკარიერო კურსები დასრულდა
16:35 27.12.2012
სერჟანტთა მომზადების სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტ-კაპრალთა შემადგენლობის საკარიერო კურსები დასრულდა.

„ძირითადი სასწავლო კურსი“ 99-მა სამხედრო მოსამსახურემ, „ოცეულის სერჟანტის კურსი“ კი 58-მა სამხედრომ გაიარა.

თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ სასწავლო კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალს, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

ირაკლი ალასანიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა და სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა.

„ჩვენს დიდ ოჯახს შეემატა სერჟანტთა ძალიან ძლიერი კორპუსი. ხერხემალი, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში სწორედ თქვენ ხართ. სერჟანტებზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად მომზადებული იქნება ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალები იმ გამოწვევებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას წინ აქვს. 2013 წელი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყების წელი იქნება სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ დავიწყებთ გრძელვადიანი განვითარების გეგმის განხორციელებას. სამხედრო შეიარაღებულ ძალებში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარების წელი იქნება. ასევე, ავღანეთიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მიერ მიღებული გამოცდილების დანერგვის და გაზიარების წელი. 2013 წლიდან დაიწყება რეალური ზრუნვა ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ და თქვენს ოჯახებზე ზრუნავს სახელმწიფო. თქვენ შეგეძლებათ გულდამშვიდებით გააგრძელოთ სამშობლოსთვის ღირსეულად სამსახური“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სერჟანტთა მომზადების სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.

რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, ფიზიკური და სამეთაურო მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს ბრძოლა ტყეში და დასახლებულ პუნქტებში, დაეუფლნენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს. „ძირითადი სასწავლო კურსის“ მონაწილეებმა სწავლება შემაჯამებელი კომპლექსური წვრთნით დაასრულეს.

საკარიერო კურსების დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები და კაპრალები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა