სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი აჭარის რეგიონს სტუმრობს.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფრმაციით, მინისტრი რეგიონში სპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს ეცნობა და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს განიხილავს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ყიფიანმა ქობულეთში სპორტული სკოლა და ახლად გარემონტებული სტადიონი - „ჩელე-არენა" დაათვალიერა, მოინახულა სხვა სარემონტო სპორტული ობიექტებიც, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა და აჭარის რეგიონში სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის საკითხებზე ესაუბრა.