შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია "მე თავისუფალი მოქალაქე ვარ" მიმდინარეობს.
აქციაში პარტიებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში გაერთიანებული ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთაც შეუერთდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანი ძალადობრივი ხელისუფლების დემოკრატიულით შეცვლაა.
"ჩვენთვის მოქალაქეების თავისუფლება მთავარი ფასეულობაა. ხელისუფლებამ მართვის ერთადერთ ფორმად ძალადობა აირჩია" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან ღლონტმა.
აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელზე წერილი შეიტანეს. მასში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდული ჯგუფები უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

















