თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს, გლდანის ბავშვთა სახლის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაში თსუ სპორტული და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ასევე კალათბურთელები, ფეხბურთელები და ანსამბლ „თსუ გორდელას“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
აქციის ორგანიზატორების ინიციატივით, შეგროვდა ტანისამოსი, სათამაშოები და გარკვეული თანხა, რომელიც „თსუ გორდელას“ მიერ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოვიდა.
აქცია დღეს 15:00 საათზე გაიმართება.