ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსის „2012 წლის საუკეთესო რომანი“ ჟიურიმ გამარჯვებული არ გამოავლინა.
„ილიაუნის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, წელს საუკეთესო რომანის კონკურსის ჟიურიმ განსახილველად მხოლოდ 8 რომანი მიიღო. მაშინ, როდესაც 2011-ში 18 რომანი ხოლო 2010-ში 20 რომანი იყო წარმოდგენილი.
უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ჟიურიმ გადაწყვიტა 2012 წელს არ გამოაცხადოს გამარჯვებული რომანი და 2013 წელს ჩაატაროს 2011.12 - 2013.11 პერიოდში პირველად გამოცემულ რომანთა კონკურსი.
2013 წელს უნივერსიტეტი ორ პრიზს გასცემს.