საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყაზახეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ყაზახ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ძალიან ვწუხვარ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ მთელი გულით ვიზიარებ მათ განუზომელ მწუხარებას“ - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.