საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ხვალ, ქართული კინოს განვითარების გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ, მეექვსე მრგვალი მაგიდა გაიმართება.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრები, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და კინოცენტრის თანამშრომლები დაესწრებიან.
მრგვალი მაგიდა ხვალ, 16 საათზე გაიმართება.