განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, დღეს 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად,
სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით, სამინისტროს ახალი ხედვა განიხილა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სასკოლო ბიბლიოთეკები გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით ცენტრებად უნდა იქცნენ, რომლებიც იქნებიან ინიციატორები სასწავლო კონფერენციების, შიდა სასკოლო ოლიმპიადების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების.
ალუდა გოგლიჩიძემ სკოლებში არსებული პრობლემები მოისმინა და ბიბლიოთეკარების შეკითხვებს უპასუხა.