ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხვალ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახური იტყობინება, მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა. 27 დეკემბრიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამკითხველო დარბაზში გაეცნონ როგორც თანამედროვე,
ასევე კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას.
მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი მოაწერენ.