ავღანეთის მისიაში მყოფი ქართველი სამხედროების ხელფასები ახალი წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ხელფასების ზრდა წოდებასთან ერთად დიფერენცირებული იქნება და სხვადასხვა წოდების სამხედროებს, ხელფასი სხვადასხვა რაოდენობით გაეზრდებათ.
პირველი კლასის რიგითის ხელფასი 715-დან 1001 ლარამდე, კაპრალის - 780-დან 1040-მდე, უმცროსი სეჟანტის - 845-დან 1079-მდე, სერჟანტის - 910-დან 1118-მდე, უფროსი სერჟანტის - 975-დან 1157-მდე, მასტერ-სერჟანტის 1105-დან 1235-მდე, მთავარი სერჟანტის - 1170-დან 1300-მდე, ლეიტენანტის 1274-დან 1391-მდე, უფროსი ლეიტენანტის - 1300-დან 1417-მდე, კაპიტანის - 1430-დან 1547-მდე, მაიორის - 1690-დან 1781-მდე, ვიცე-პოლკოვნიკის - 1950-დან 2041-მდე, ხოლო პოლკოვნიკის ხელფასი 2210-დან 2301 ლარამდე გაიზრდება.