შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 33 ახალგაზრდა მეცნიერს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.
ახალგაზრდა მეცნიერები წლის ბოლოს სხვადასხა ქვეყანაში გაემგზავრებიან.
დღეს ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდა.
ფონდის ონფორმაციით, 33 ახალგაზრდა მეცნიერი კვალიფიკაციას საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთის, ჩინეთის, იაპონიის, დანიის, ირლანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში აიმაღლებს. ახალგაზრდა მკვლევარები მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მომავალი წლის დასაწყისში გაემგზავრებიან და რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან.
ფონდის ინფორმაციითვე, სულხან სისაურმა ახალგაზრდა მეცნიერებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და საქართველოს მეცნიერების განვითარებაში მათ როლზე ისაუბრა.
ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.