საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი),
დღეს ემიგრაციაში მყოფი პოეტის, ნანა მეფარიშვილის პოეზიის საღამო და მისი ლექსების კრებულის _ „ნამიან მთებზე გავფინე სული“ წარდგინება გაიმართება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ცნობით, საღამოს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლები გააფორმებენ .
ღონისძიება დღეს 18:00 საათზე დაიწყება.