საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს კულტურის სამინისტროს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი გურამ ოდიშარია, 2012 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელებულ და 2013 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრებიან.