საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პირობას დებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში რელიგიური თავისუფლება ხელშეუხებელი იქნება.
ეს განცხადება მინისტრმა, ლესელიძის ქუჩაძე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც წულუკიანი საშობაო კათოლიკურ მესას დაესწრო.
ცერემონიის დაწყებამდე, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თხოვნით, მინისტრმა მრევლს მიმართა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა.
„როგორც მთავრობის წარმომადგენელი, გპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე რელიგია, უმცირესობამ თუ უმრავლესობამ, თავის იარაღად გამოიყენოს. ჩვენ ვართ რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა ადამიანს აქვს აღმსარებლობის თავისუფლება" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კათოლიკური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი სახარების რწმენის ეკლესიის სალოცავს ესტუმრა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული იქ შეკრებილ მრევლსაც მიულოცა.