თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიერ ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას,
საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
"ბატონი უგულავა გახლავთ მერი, რომლის მიერ შედგენილ და საკრებულოში გამოგზავნილ ბიუჯეტში ადმინისტრაციული და მეორეხარისხოვანი ხარჯები სამჯერ სჭარბობს სოციალურ და ჯანდაცვით ხარჯებს. სადაც მერიისთვის გამოყოფილია 47 მილიონი, ჯანდაცვისთვის კი 23 მილიონი, ჩვენი უსახლკაროებისთვის კი მხოლოდ 71 ათასი ლარი. ასე რომ, მისი მხრიდან სოციალურ საკითხებზე აპელირება, არ არის დამაჯერებელი"-განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმითვე, ვაუჩერები, რომლის დარიგებას მერია აპირებს, იქნება ერთჯერადი აქცია, ხოლო ტარიფის გაიაფება არის მრავალწლიანი და უვადო გადაწყვეტილება, ამიტომ მისი მხრიდან ამ ორი საკითხის შედარება არასერიოზულია.