კომპანია „პეპსის“საახალწო გათამაშებას უკვე ათასობით გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულები დღეს პრიზების გაცემის პუნქტში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „სმარტში“,
კომპანიის მენეჯმენტმა პირადად დააჯილდოვა.
კომპანია „პეპსი“ საახალწლო გათამაშებას უკვე 5 წელია აგრძელებს, წელს „პეპსის“, კომპანია „მაგთი“ შეუერთდა და გამარჯვებულებს ერთობლივი საჩუქრებით აჯილდოებენ.
გამარჯვებულები „ნოკია ლუმია 800“, „ნოკია ლუმია აშა 200“ ორი სიმბარათით და კვერტი კლავიატურით, 50000 წუთზემეტი სასაუბრო დროით და 1500 ცალი „პეპსის“ ექსკლუზიური 6 ქილიანი შეკვრით დაჯილდოვდნენ.
ამ დროისათვის საახალწლო გათამაშებას უკვე 3000 მეტი გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულებს, თბილისში პრიზების მიღება შეუძლიათ რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტში“, ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე „გუდვილის“ მაღაზიებში, „კარფურში“, სუპერმარკეტებში „ფურშეტსა“ (ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) და „ფრესკოში“ (მუხიანი, გობრონიძის 18).
რაც შეეხება რეგიონებს, პრიზების გაცემა წარმოებს ქუთაისში - რუსთაველის #144-ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში“, ზუგდიდში - „ნიკორას“ მაღაზიაში რუსთაველის #111-ში, თელავში - სუპერმარკეტ „ლიმბო“-ში (ქეთევან წამებულის #3) და ბათუმში - „ვილმარტში“ (ინასარიძის #12ა).