განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კავკასიაში USAID-ის მისიის
დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი სასკოლო-სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებს. პროგრამაში 500-მდე სკოლა მონაწილეობს. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტში დამატებით 260 სკოლა ჩაერთვება.
სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.

















