უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ნალექი თოვლის სახითაა მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის დასავლეთში ორი დღე ითოვებს. 11 მარტიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება და გამოიდარებს.
12 მარტიდან აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყება თოვა , ღამით ყინვა გაძლიერდება.
დღეისთვის ხულოში თოვლის საფარი 2,5 მეტრი, რიკოთის უღელტეხილზე 3 მეტრი, ბაკურიანში 1 მეტრი , ხოლო ჯვრის უღელტეხილზე 2 მეტრია.
სინოპტიკოსები ქვეყანაში სრულ გამოდარებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ.

















