გამათბობელიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედოფლისწყაროში, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მოზარდების ასაკი 7 წელს არ აღემატება. მათი დროულად
გადარჩენა ოჯახის წევრებმა მოახერხეს.
გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადამ ბავშვები
დედოფლისწყაროს სტაციონარში მოათავსა.
„საბედნიეროდ, ძლიერი მოწამვლა არ ყოფილა. გოგონასა და ვაჟს შემოყვანისთანავე გაეწიათ
პირველადი დახმარება, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, გადავწყვიტეთ, ღამის განმავლობაში სტაციონარში დაგვეტოვებინა და მეთვალყურეობა გაგრძლებულიყო. პაციენტები უკვე ბინაზე გავწერეთ“ – განაცხადა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა აგლაძემ.