სარემონტო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 10 - დან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
შეზღუდვა ყვარლის, საინგილოს, მესხეთის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, რატილის, წალენჯიხის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 11 - დან 16 საათამდე, ელექტრომომარაგება ნუცუბიძის IV, V მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და მხატვრების დასახლების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტროენერგიას ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.