საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 14 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან ერთად, მისი სამეურვეო საბჭოც უნდა შეიცვალოს.
კითხვაზე - „თქვენი აზრით, დირექტორთან ერთად უნდა შეიცვალოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოც“, გამოკითხვაში მონაწილეთა 72-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 16 პროცენტი კი სამეურვეო საბჭოს შეცვლის წინააღმდეგია.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 12 პროცენტს გაუჭირდა.

















