ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული
„ვიქტორინა 2012“-ის ფინალური ტური გაიმართება.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინალში, ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.
ვიქტორინა გუნდური პრინციპით ტარდება. თითოეულ გუნდში 6 მონაწილეა. მოსწავლეები სხვადასხვა სირთულის კითხვებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან უპასუხებენ.
ვიქტორინის ფინალში მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

















