სტეფანწმინდაში საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (NBSAP) საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად NBSAP-ის თითოეული თემატური მიმართულების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ადრეულ სამუშაო ვერსიების განხილვას მიმართულებების მიხედვით, NBSAP-ის სტრატეგიულ ხედვასა და პრინციპებზე მსჯელობასა და შეფასებას და ასევე დოკუმენტის საბოლოო სტრუქტურის შესახებ მსჯელობას ისახავდა.
ღონისძიებაში სტრატეგიაზე მომუშავე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

















