logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არასამთავრობოები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდს დირექტორის არჩევის პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობოები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდს დირექტორის არჩევის პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ
18:29 20.12.2012
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები - “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.

მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და დაუშვან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დასწრება გასაუბრებაზე“ - აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე პოზიციით, სახელმწიფოს ესაჭიროება პოლიტიკისგან დამოუკიდებელი და თვითცენზურისგან თავისუფალი მაუწყებელი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს საგამოძიებო რეპორტაჟებს, საინტერესო ახალ ამბებსა და დებატებს, ასევე პროგრამებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელთა საერთო ინტერესებს ემსახურება.

„ყოველივე ამის განსახორციელებლად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი ესაჭიროება, რომელსაც კარგად ექნება გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და საზოგადოებრივი როლი.

იმედი გვაქვს, რომ, ერთის მხრივ, საზოგადოების წარმომადგენლები არ მოახდენენ აღნიშნული შერჩევის პროცესის იგნორირებას ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ღირსეული კანდიდატის შერჩევას“ - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა