თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დარბაზში,
ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - ფოტოგამოფენა „საგანძური“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს „საგანძურის მეგობრის“ წოდება მიენიჭებათ.
ღონისძიებას დასეწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „საგანძურის“ მასპინძელი რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელში, გურჯაანსა და რუსთავის #16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად ყველა დამთვალიერებლისათვის მოეწყო შემეცნებითი პროგრამა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით.
„საგანძურის“ დევიზია პატრიარქის მოწოდება – „ ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ“!