„თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათები მომგებიანია. 2013 წლის 31 იანვრის,
ჩათვლით „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით გადახდისას მომხმარებელს ბილეთების დაგროვება და ფულადი პრიზების, ასევე სხვა სახის პრიზების, სამოგზაურო ვაუჩერების და Apple-ის პრიზების მოგება შეუძლია.
ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ „თიბისი ბანკის“ როგორც VISA ასევე Master Card –ის ყველა ტიპის ბარათის მფლობელებს. ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში გადახდისას, მათ ავტომატურად დაუგროვდებათ გათამაშების ბილეთები. საჭიროა მხოლოდ კამპანიის ფარგლებში განხორციელდეს 60 ლარის ოდენობის, მინიმუმ სამი ტრანზაქცია.
გათამაშება 30 დეკემბერს და 9 თებერვალს გაიმართება.
ხოლო ისინი კი, ვინც 31 იანვრამდე შეიძენს „თიბისი ბანკის“ საკრედიტო ბარათებს: TBC PRIME CARD, TBC CARD და ასევე განვადების ბარათს, საჩუქრად მიიღებს გათამაშების 10 ბილეთს.