მოახლოებულ ახალ წელთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს
თავი შეიკავონ ნაძვის ხეების მოჭრისა და რეალიზაციისგან, აგრეთვე ბუნებრივი მოჭრილი ნაძვების შეძენისგან.
ნაძვის ხეების მასიური ჭრის თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრო, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან კოორდინირებით ხეების მოჭრაზე კონტროლს აწესებს.
განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი იმ ადგილებში განხორციელდება, სადაც ბუნებრივი ნაძვნარია. ერთი ძირი ნაძვის მოჭრა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 500 ლარის ოდენობით ჯარიმით დაისჯება, რამდენიმე ძირის მოჭრის შემთხვევაში კი, შესაძლოა, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ნაძვის ხეების სანერგე მეურნეობებში შეძენას სთავაზობს.

















