თბილისში, სპორტკომპლექს არენაზე, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ოქროსმედალოსნები ბოლო ოთხ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ.
81კგ-მდე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა იმარჯვა, 90კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა, 100კგ-მდე წონაში პირველობა არავის დაუთმო გიორგი ნოზაძემ, მძიმე წონაში კი, ჩემპიონი ლევან მატიაშვილი გახდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მძიმე წონაში (+100კგ) ნაკრების ლიდერი ადამ ოქრუაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულ ლევან მატიაშვილთან დამარცხდა, რომელმაც გამოცდილ მოწინააღმდეგეს დამატებით დროში იპონით მოუგო.

















