საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 12 დეკემბრიდან 19 დეკემრამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 54,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ „სამართლიანობის პროცესის“ აღდგენის გზაზე დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და არავის განცხადებები არ უნდა გაითვალისწინოს.
კითხვაზე - „უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ უცხოელი დიპლომატებისა და მედიასაშუალებების განცხადებები "სამართლიანობის პროცესის" აღდგენის გზაზე“, გამოკითხვაში მონაწილეთა 54,5 პროცენტმა უპასუხა, რომ არ უნდა გაითვალისწინოს, საპირისპირო მოსაზრებას კი გამოკითხვის მონაწილეთა 40,9 პროცენტი აფიქსირებს.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 4,6 პროცენტს გაუჭირდა.

















