საქართველო–აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2012 წლის 20 დეკემბერს,
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენას გახსნიან.
გამოფენა საქართველო–აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის – სოკარის, „ამერიკის ხმის“ აზერბაიჯანის რედაქციისა და ტელეკომპანია მე–9 არხის მხარდაჭერით ტარდება.
გამოფენა 2013 წლის 4 იანვრამდე გასტანს.

















