შიდა ქართლის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გორის საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას,
რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, დევნილთა სამინისტრო, დროებით, ყოფილი სამხედრო პოლიციის ადმნიისტრაციულ შენობაში გადაიყვანს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობას, სამინისტრო მისთვის რეაბილიტაციის ჩატარებას გეგმავს და დევნილი მოსახლეობის რეაბილიტირებულ შენობაში მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაბრუნების პირობას დებს.
დღესვე, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, დახმარება „წითელმა ჯვარმაც“ გადასცა.

















