საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, გამოფენის “მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში”
დასკვნით ღონისძიებას და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლიდან თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები გეგმავენ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სპეციალისტების პროფესიულ ზრდას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფო, კერძო და ხელოვნების სექტორების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებასა და დისკუსიას თემაზე - „მუზეუმები და მათი როლი ურბანულ, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.