თბილისის ნაწილს ხვალ წყალი შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დიღომში ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" მე-2 წყალდენის დაზიანების გამო, ხვალ დილის 11:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმისა და სასოფლოს დასახლებებს, დიღომი 7-ს, დიღომი 8-ს, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას.
ასევე წყალი არ ექნება დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ვაშლიჯვარში - გოძიაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებს, ასევე გოთუას ქუჩას.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი თამარაშვილის ქუჩამდე, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი მიიღებს.
წყალმომარაგება 10 მარტის 06:00 საათზე განახლდება.

















