ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ”მომავალ ბანკირთა კლუბის”, ბანკების მომსახურების ხარისხის შესახებ, კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
ილიაუნის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოიკითხა ოთხი ბანკის- “საქართველოს ბანკის, ”თიბისი ბანკის”, ”პროკრედიტ ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელი ბანკები იმსახურებენ ნდობას კლიენტებში და კლიენტების აზრით ბანკების უკეთესი მომსახურებისთვის რა უნდა გამოსწორდეს.
”მომავალ ბანკირთა კლუბი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული გაერთიანებაა, რომელიც საბანკო საქმის შემსწავლელ სტუდენტებს აერთიანებს. მისი მიზანია ქართული და უცხოური საბანკო სექტორის შესწავლა და ამასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება.
პრეზენტაცია დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

















