ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პალიატიური მზრუნველობის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია - „ცხოვრება ტკივილის გარეშე“ გაიმართა.
ღონისძიებას, პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და ბიზნესკომპანიების (SAUNDERS GROUP, APM TERMINALS, Dechert LLP, Financial Brokers Georgia, Sun Yoga) წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ნებისმიერი ქვეყნის განვითარების დონე, კულტურა იმ კუთხითაც ფასდება, თუ როგორ უვლის ეს ქვეყანა შეჭირვებულ ადამიანს. თუმცა, ეს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის. მთელ საზოგადოებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ეს პრობლემა და მზად უნდა იყოს თანადგომისთვის. ამ საქმეში სტუდენტების აქტივობა და ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ღონისძიებაზე საკუთარი იდეები წარმოადგინეს აქციაში ჩართულმა სტუდენტებმა. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით მათ სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმეს, მათ შორის, საქველმოქმედო აქცია და პალეატიური დახმარების მოხალისეთა ჯგუფის შექმნა.

















