logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისი მერია ივანიშვილს, მისი ბიზნესცენტრის არქიტექტურული მიზანშეწონილობის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
თბილისი მერია ივანიშვილს, მისი ბიზნესცენტრის არქიტექტურული მიზანშეწონილობის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
18:26 18.12.2012
რიყის პარკის ტერიტორიასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარის გამო, თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რიყისა და მთლიანად ძველი თბილისის განვითარების შესახებ დღეს, კიდევ ერთხელ, ისაუბრა. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა სურვილს გამოთქვამს, თბილისში ავარიული სახლების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ლიტონ სიტყვებად რჩება, როდესაც თბილისის მერიისთვის გამოსაყოფ სპეციალურ ტრანსფერს 13 მილიონი ლარით ამცირებენ.
თბილისის მერია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად დაახლოებით 25-დან 35 მილიონ ლარამდე ხარჯავს. კარგი იქნებოდა ნიშნის მოგების ნაცვლად, ბატონ პრემიერს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალური სურვილი გამოეთქვა.
რაც შეეხება რიყის თეატრის მშენებლობას, ის არ შენდება თბილისის ბიუჯეტიდან. თეატრი სპეციალური ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ისე რომ, ის თბილისის ბიუჯეტში საერთოდ არასდროს ყოფილა ასახული. სამწუხაროა, რომ მმართველობის ორი თვის თავზე, პრემიერი დღემდე ვერ გაერკვა ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის დეტალებში. რაც შეეხება რიყის ტერიტორიის განვითარებასა და თავად თეატრს, მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის პრაქტიკულად დასრულებულია. შესაბამისად საუბარი თეატრისა და მშვიდობის ხიდის დემონტაჟსა თუ დანგრევაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვანდალიზმის ტოლფასია. თუ პრემიერ-მინისტრს ძველი თბილისის არეალში თანამედროვე არქიტექტურული ჩარევების საკითხზე შესტკივა გული, მოვუწოდებთ მას, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამავე კონტექსტში განხილულ იქნას მისი კუთვნილი სახლისა და ბიზნეს-ცენტრის სოლოლაკის ქედზე მშენებლობის საკითხიც. მხოლოდ ასეთ პირობებში მიგვაჩნია მსჯელობა სამართლიანი, ობიექტური და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურისაგან თავისუფალი. სხვა შემთხვევაში ყოველი ასეთი მცდელობა განხილულ იქნება, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსის ახირება თუ პოლიტიკური შურისძიება. სამწუხაროა, რომ შენობები პოლიტიკური შურისძიების საგანი შეიძლება გახდეს. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა