ამ დროისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვმა 65-ს მიაღწია.
დირექტორობის მსურველთა რიცხვი, დღეს თითქმის გაორმაგდა.
კანდიდატების რეზიუმეების გათვალისწინებით, მსურველებს მეორე ეტაპისთვის, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შეარჩევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა 14 დეკემბერს დატოვა, მანამ კი, 7 ნოემბერს ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახური შევიდა.

















