რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს ნაკრებთა შორის შეხვედრა,
მიუხედევად იმისა, რომ ეს ქალაქი ტრადიციულ სარაგბო ცენტრად არ ითვლება, 23 თებერვალს სოჭში ჩატარდება
"ჩვენ მუდმივი პრობლემა გვაქვს, სად ჩავატაროთ თებერვალ-მარტის შეხვედრები. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ოფიციალური მატჩები იმართება. ამ დროს, რუსეთის ნაკრებს ევროპის ერთა თასზე 5 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 2 თებერვალს ესპანეთთან მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად სოჭში შედგება, რადგანაც სხვაგან უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვითამაშებთ. არადა, ამ დროს სოჭშიც კი ცუდი ამინდები იცის და შესაძლოა, იქაც თოვლი იყოს. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოსთან მატჩთან დაკავშირებითაც. 23 თებერვალს ქართველ მორაგბეებთან დაპირისპირება ასევე სოჭში შედგება" - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მენეჯერმა ზორიკ მასანდილოვმა.
"ბორჯღალოსნები" 2013 წლის ერთა თასის გათამაშებას, 2 თებერვალს დებიუტანტ ბელგიასთან სტუმრობით იწყებენ, შემდეგ, 9 თებერვალს თბილისში მიიღებენ პორტუგალიას და 23 თებერვალს სოჭში რუსეთს ესტუმრებიან. დარჩენილი ორი თამაში კი მარტში გაიმართება.

















