„სამართლიანმა არჩევნებმა“ ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა (EaP) და რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული პლატფორმა დააარსა.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, პლატფორმის მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში არჩევნების სამოქალაქო დაკვირვების მხარდაჭერა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.
პლატფორმის პირველი აქტივობები 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე რეგიონალურ არჩევნებზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში სამოქალაქო დაკვირვების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.

















