„თსუ-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები“,
დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
შეხვედრის თემაა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დიალოგი ქმედებისთვის, უკეთესი განათლებისა და უკეთესი უნივერსიტეტისთვის“, ხოლო შეხვედრის ფორმატით რამდენიმე საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.
მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შეფასება, სტუდენტური თვითმმართველობა და მის წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემათა გადაჭრის ხედვა და პერსპექტივები სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში.
შეხვედრა 15 საათზე გაიმართება.

















