ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პალიატიური მზრუნველობის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია - „ცხოვრება ტკივილის გარეშე“ - გაიმართება.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქველმოქმედო აქცია „ცხოვრება ტკივილის გარეშე,“ პალიატიური მზრუნველობის მხარდასაჭერად თსუ-ში 20-27 ნოემბერს საქველმოქმედო კვირეულით დაიწყო. კვირეული საქველმოქმედო კომიტეტისა და თსუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
სტუდენტებმა საქველმოქმედო შემოწირულობების ყუთები თსუ სასწავლო კორპუსებში განათავსეს. საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

















