logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეროვნულ არქივში ფილმის "აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში~ - საიუბილეო ჩვენება გაიმართება
ეროვნულ არქივში ფილმის "აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში~ - საიუბილეო ჩვენება გაიმართება
10:37 18.12.2012
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის `აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~
გადაღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჩვენება, დღეს ეროვნული არქივის
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში გაიმართება.

ფილმის ჩვენებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს
წარმომადგენლები, კინომცოდნეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა
აღბეჭდა.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის
მოგონებებს `აკაკის მოგზაურობის~ გადაღების პროცესზე. ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე,
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას, გადაღების დეტალებს იხსენებს.

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება,
ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1
აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული
სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოსწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველი, მანდილოსნებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულად მღეროდა და აყოლებდა ძველებურ ფერხულს ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: `არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო~.

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და
ფრესკების გადაღება იყო. ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით სავსე იყო. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა