სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი "გაუფერადე სამყარო", ხვალ თეატრალურ უნივერსიტეტში აქციას გამართავს.
საინიციატივო ჯგუფი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება და დონაციის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტებში ღონისძიებებს აწყობს.
ამჟამად საქველმოქმედო პრეზენტაცია თეატრალურ უნივერსიტეტში ჩატარდება.
საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღონ სისხლი.

















