logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„საია“ სააკაშვილის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
„საია“ სააკაშვილის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
16:19 17.12.2012
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, პრეზიდენტის 2010 – 12 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა. თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, როგორც ამ ხარჯების მიზანშეწონილობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით გახარჯული თანხების ოდენობა“ - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
მათივე თქმით, საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა.
კერძოდ, 2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია ე.წ. „უცნობი ხარჯების“ წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო, ხოლო 2011 წელში იგივე ტიპის ხარჯები 16,571,714 მილიონი ლარი იყო, რამაც მთლიანი თანხის 34% შეადგინა.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.
საიას ინფორმაციითვე, 2010 წელში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ყველაზე დიდი წილი 12,890,824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო, 2011 წელში ხარჯების ყველაზე დიდი წილი 8,080,164 ლარი (16,39%), საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის იქნა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან ბევრად მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000 ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირება სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფაქტობრივად თანხების გამოყოფის პროცესში სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
საიას პრესსამსახურის ინფორმაციით, სამომავლოდ ორგანიზაცია გეგმავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში გამოყოფილი ხარჯების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა