საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 42,4 პროცენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში უარყოფით პიროვნებად შევა.
კითხვაზე - „თქვენი აზრით როგორ პიროვნებად შევა მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში“, გამოკითხვის მონაწილეთა 42,4 პროცენტმა უპასუხა, რომ ის ისტორიაში უარყოფით პიროვნებად შევა, 24,2 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ისტორიაში დადებით პიროვნებად დარჩება.
გამოკითხვაში მონაწილეთა 27,3 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ისტორიკოსთა კამათის საგანი გახდება, 6,1 პროცენტს კი დასმულ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

















