სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერის შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილსაც შეხვდა.

















