ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ხელშეწყობით, ხვალ,
"საჯარო დებატების" დასკვნითი ღონისძიება, თემაზე - “ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს“ გაიმართება.
ღონისძიება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარომადგენლები, ასევე ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლები
საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისის სკოლების
წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ილიაუნის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა, არამედ თვითონ დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. მოხდება აგრეთვე დებატების პირდაპირი ინტერნეტ ჩვენება
საქართველოს თითქმისყველა რეგიონში.

















