პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 მარტის დღესასწაული მეტროში მგზავრ ქალბატონებს მიულოცა.
პრეზიდენტის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე სააკაშვილი ვარკეთილში ცერცვაძეებს ოჯახს ესტუმრა.
ვარკეთილიდან პრეზიდენტი სამსახურში მეტროთი დაბრუნდა და გზაში შემხვედრი ქალბატონები ვარდებით დაასაჩუქრა.
პრეზიდენტმა დღეს ქალბატონებისადმი მილოცვაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის წლის ყოველ დღეს ქალთა დღედ აცხადებს.
"ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ისედაც ქალთა დღე უნდა იყოს. ამიტომ ქალბატონებო გილოცავთ!" - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

















