საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნეული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რუსთავის №16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ფოტოგამოფენა - „საგანძურის“ პრეზენტაცია მოეწყობა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად „საგანძური“ და მისი თანმდევი შემეცნებითი პროგრამა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის გაიმართება. 
სამინისტროს ინფორმაციითვე, ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელსა და გურჯაანში. 
ფოტოგამოფენა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ოროგინალების ზომებში შესრულებულ 40–მდე მაღალმხატვრულ ფოტო–ვერსიას აერთიანებს და წარმოადგეს ორიგინალურ საშუალებას უძველესი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციისათვის. „საგანძურის“ დევიზია პატრიარქის მოწოდება – „ ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ!“. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












